შენი გზა
გადამიარე, გადამიარე, როგორც უბრალო ასფალტს, ჩემს თეთრ ზოლებს, რაღაც ისედაც გადარეცხავს. *** სად არ ვიარე, თუმცა ვერ მოვშორდი ამ ერთ აზრს, და დღემდე ამბიციურად მინდა, თვალებში გავუქრე ადამიანებს. მომექეცი ისე, როგორც ექცევი გზას, და შენს სატრფომდე (ჩემს ტკივილამდე) მიგიყვან წმინდად. ოღონდ ფეხით არა. 20 აპრილი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი