სიმფონია #(????)


ჩემი სისხლისფერი თიხით იდეალური პერსონაჟი გამოვძერწე,
მაგრამ ვიცი, რომ კიდევ რაღაც მაკლია.
(საკმარისი ვერაფერი მოვნახე). 

მე ვარ ქოთანი,
ოღონდ მამგვანებენ ბზარიანს.
იქნებ ესაა, 
ჩემს სისხლში გარეული დეპრესია,
ძარღვებიდან გაუჟონავი. 

(იქნებ ეს მბზარავს, 

ჩემს შესახებ ყველაფერი მზარავს). 

*** 

ო, კარგო,
ჩემს პატარა ქოთანში ვერ გააშენებ ყვავილნარს, 

და თუ შემატყობ,
მხოლოდ მაშინ, თუ შემატყობ,
ვარდის ბოლოს შეხვდები ეკლებს,
ერთ დროს ლექსად ნამღერს,
ახლა ტკივილ-წამიანს,
ბრაზიანს.




22 აპრილი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი