ყოველ წამს


როდესაც ღამის თორმეტი ალიონს მოასწრებს,
მაშინ მღვდელი პირს ფართოდ მოაღებს,
თანაც ოქროთი მორთულ,
"ღვთის ერის" ფერხთ-ქვეშ გათელილს, ჩვენს სჯულს,
ჯერ კიდევ ძლიერი ხელებით ასწევს,
და სასოწარკვეთილი, ბოლო ძალებით შესძახებს: 

- ქრისტე უფალო, იქნებ ჩვენშიც აღსდგე!



24 აპრილი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი