მემგონი


საღამოს სილურჯემ,
რომელიც ერთ საათში წავა,
და ბავშვების ყიჟინამ,
რომელიც ეზოში ცოტა გვიან ააქუხეს,
(და მეზობლებიც, თითქოს შეაწუხეს) 

... 

რატომღაც, მომიცვა. 

*** 

როგორ მინდა,
როგორ მინდა,
რომ დეკემბრიდან უსასრულობამდე,
ერთმანეთი ქურთუკებივით მოვიცვათ. 

ეჰ, სოფია, სოფია!




24 აპრილი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი