ჩვენი თვალები
მარგალიტებივით თვალები სცვივათ შენი ღიმილის ფერის ღრუბლებს. მე კი ალიონისგან მოკუჭული თვალებით, შენს სილამაზეს ფოტოს ვეღარ ვუღებ. ტირილისგან დაგცვივდა თვალები, როგორც წვეთები, შიგნიდან ხილვადი, როგორც ალმასები. ან ამ ყველაფერს მიფარავს, გიფსო-კარდონის, და სიშორის ჭერი, ან ჩემს წამწამებზე, ჩემივე ამბების, ათასამდე მწველი სხივი, დაუღალავად დადის. მანახე, მანახე, გამაცვნე, შენი თვალები! 30 აპრილი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი