0 0 7
დარდი, შეტოკება, ყველაფერი ამოდენა
დღეს მან ალბათ,
ბოლოჯერ გამომხედა.
***
დერეფნის იატაკს,
ჭრიალა ფეხსაცმელების ზეწოლა აკრავს,
და ჩემს ყურებს მისი სიცილის ნაცნობი ხმა,
როგორც ტყვია სამიზნეს, ისე არტყამს.
***
აღელვებული ზღვის ტალღებიდან,
ზღვისთვის და წყლისთვის,
დეპრესიისთვის
გაჩენილმა ლიფსიტამ,
თოლიების მშიერ კოლონას
დარდ-ნარევი შურით ამოხედა.
თუმცა, მან რა იცის,
იგი ვერ უსმენს
ჩვენს ტკივილის ორკესტრას.
***
უკვე ალბათ,
აზრიც აღარ აქვს, შენსკენ გამოფრენას...
ჩემო ცარიელო სანაპიროვ!
6 მაისი, 2022წ.