'Street Lights' by Kanye West


ღრმად ჩასუნთქულ შენდამი მზერას,
შვებით ვანთხევ ფილტვებიდან. 

აღარ მინდა,
შენი დანახვისას, მზერა ჩემი, 
პიტბულივით, სამუდამოდ ებას. 

და სანამ მე ვოცნებობ,
სანამ ვოცნებობ,
სანამ კიდევ ერთ 
გამოხედვაზე ვოცნებობ... 

ვინმე მომასწრებს,
და მერე სევდაც მომახრჩობს,
ვინმე მომასწრებს,
ნაწილებად დაშლილს, აგაწყობს,
და გულში უყუთოდ შეგიტანს.




9 მაისი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი