0 0 13
ჰაერის უკმარისობით გამოწვეული უძილობა
ნელა და ტანჯვით,
ზურგზე დამადგა ღამე.
(როგორც იქნა.
ახლა უძილობას რაღა გაუძლებს).
***
ყოველი შეხედვა,
და ყოველი გამოტოვებულიც,
რომელიც ბოლოს
სინანულის ჭავლად მეშხეფება,
მიტოვებს გემოს, მწარეს.
და უშენოდაც ვეღარაფერი ავსებს,
ვეღარაფერი წმენდს, არემარეს.
***
აღარ იცის გიჟმა მაესტრომ,
ხვალ რომელ ჩიხში ჩაუხვევს.
***
მართლა არ მინდოდა ეს მენატრა,
მაგრამ ნეტავი,
მაგრამ ნეტავი,
ყველა ეს გრძნობა,
თავის დროზე ჩაეტანა მეწყერს, ხევს.
***
შენი არსებობის მომსწრე,
ჩემივე იმედებს ასე როგორ უნდა
ვგმობდე?
10 მაისი, 2022წ.