0 0 27
good things never begun
ჩემი თვალები,
და დასასრულის მწველი ალები,
შენს ლანდსაც მალე დამაშორებენ.
და ქუჩაში ნაზად დაგდებული
ცელოფნის პარკის,
ან ნებისმიერი ნაგვის
მსგავსად,
გამაქროლებენ,
გამაქროლებენ,
და მოგონებები ამაორთქლებენ.
***
ჩემო რვეულო,
ჩემო სხეულო,
სახლო ჩემო, ეულო,
ნუ შფოთავთ,
ნუ შფოთავთ...
დასასრული გზაშია, მოვა,
ჰოდა თქვენც მალე შეგავსებთ.
***
და რამდენს დავწერდი ნეტავ,
რომ არ მცემოდა პირველივე დანახვით ბნედა.
***
ოსანა, დარდო ჩემო!
შეგთხოვ,
როცა უმელნობის მწარე თქეში წამოვა,
შენს ფიქრის სახლში შემიფარე,
მე უღმერთო.
***
როგორ აბსურდად დამბადე,
და კომიკური შხაპით მომნათლე,
განმბანე,
ღმერთო.
არ ვიცი ჩემი სიმშვიდის წყარო,
სიყვარულით მერამდენედ მოვწამლე.
ეჰ, გულო ჩემო, ჯერ კიდევ ბღარო...
13 მაისი, 2022წ.