მაღალი და დაბალი ღობეები
ისევ იმ ადგილას, გარეთ ვარ, და გალავნებით ჩარაზულ ეზოებს ვხედავ ადრინდელივით, ვეღარ ვბედავ დაძახებას, ვიცი აღარ გამიქრობს, ჟრიამულის ხმები სმენას მივიღებ მაღალ ღობეებიდან ჩუმ ამოხედვას, ან ეზოს ქოფაკის, ბოხ, ზიზღიან ყეფას... მელოდიების, მუზების მოგზავნა, შეუწყვიტავს ტყესაც იქნებ ჩემში დიდი ტალღა გაჩუმდა, აბა რითმიანი წუწუნი ჩემი, ვის რად უნდა მოდის კი, მაგრამ დაბუჟება მოჰყვება მხოლოდ მუზას... იმ ადგილას დავიარები ისევ, დრომ წაართვა დაბალი ღობეები ეზოებს რაღა დამრჩენია, ტკბილი წარსული გავატანე რითმებს, და მერე ვუყურებ, დაძალებულ, ჩუმ გამოხედვებს. 11 მაისი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი