passing
ესკალატორი ქვედა სართულზე ისე ჩამიყვანს, რომ მორცხვადაც ვეღარ გამოგხედავ. კიდევ ბევრ დღეს, მე სიზმრების ურიკებით გავიტან, სანამ დამეცემა სიმართლის კომეტა. *** როგორც მოგონებები, ოცნებებიც ისე გამექცევიან, არაფერი შემხვედრია წუთისოფლისგან ბევრი, მხოლოდ გადატყაული ტერფები, რომლებიც ბოლოს ფერფლად იქცევიან, და უწყვეტი, დაუსრულებელი გზები. 15 მაისი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი