დღეს სამშაბათია


როგორ ვცდებოდი,
არ გიკვირს, გულო ჩემო? 

მე პესიმიზმის პატარა ლაქა მეცხო,
შენ კი ჩემი ამბების მღვრიე წყალში,
როგორც უბრალო მოლეკულა,
ისე ირეოდი,
ისე ქრებოდი. 

*** 

როგორ მიფარფატებდი,
შენი სინაზით შეამტვრიე,
ჩემი ბნელი დერეფნის კარები.

*** 

მალე ეს სპექტაკლიც მორჩება,
და სცენას დაფარავენ მწარე სიმართლის
წითელი ფარდები. 

და ის ჯამბაზი, ადრე ბინძური პერანგი რომ ეცვა,
ტიპიური სიზმრების მაკიაჟით,
ახლაც სცენის ბოლოში, სკამზე ზის.




17 მაისი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი