ამ ჩუმ ოთახში


ამ ჩუმ ოთახში,
მთვრალივით ქანაობს ჭაღი. 

და რა აზრი აქვს,
ჩემი იარის ცარიელ ტბას,
პლასტერს დააკრავ, თუ მარილს მოაყრი? 

რაც არ უნდა ქნა,
რაც არ უნდა ქნა,
მე შენგან დამრჩება დაღი. 

*** 

ამ ჩუმ ოთახში,
ჩემი მზერაც ცოტა ქანაობს,
და რეალობას ჯიუტად მომწყდარი,
მდინარის დინების მსგავსმა,
შენმა ნაბიჯმა ჩამაცხრო.




18 მაისი, 2022წ.
სოფიას, იკოსგან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი