0 0 21
once upon a time, I began to bloom
დაორთქლილ დუშ-კაბინაში მოკუნტული ვზივარ,
და სიმართლე გითხრა,
ვეღარ ვტირი,
ემოციების დამტევი ზურგი ჩემი,
მშრალია.
თან რაღაც მაკლია,
აჰ, ხო, ჩემი ტვირითი.
(რომელიც მხოლოდ სევდით მფარავს და მაქათქათებს, მე ვხდები ზვირთი).
***
ჩემს მაგივრად,
დუში ცხელი ცრემლებით ტირის.
სიცარიელის მკბენარა ხალათი მაცვია,
და ვხედავ,
როგორ დამისკდა ყველა ნორჩი კვირტი.
***
იტირე,
გულო!
...
იფრინე,
წარსულო,
წარსულო ჩემო, დაჩაგრულო,
მკერდში ჩაკრულო...
***
გამაპე,
ჩემო ცულო,
მოწყენილობით დამშრალი მე, ზღვა,
სევდით მაინც ამავსე.
19 მაისი, 2022წ.