დგომა
შენს შიშველ მკერდს, ნიავის სქელი მოსასხამი ფარავს. მე დანებების უზენაესი ქარით, სულ აღმა, აღმაფრენით ვიფრენ, როგორც ფრანი, ფრანი უხელო, როგორც სული, სული უშენო. *** გაღმა ნაპირზე, შენს მოლოდინში ძეგლივით ვდგავარ, და შენი ტალღები მაცამტვერებენ. (ნეტავი ბოლო გზაზე, შენი სპეტაკი ხელები გამასვენებდნენ). 25 მაისი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი