გაერთიანება
ზურგჩანთით დამაქვს ჩემი ახალი არსება. ვიყავი პოეტიც, ვიყავი საჰარაც, გადაღლილი გვალვით, და აორთქლებით, და ჩემს ნაპრალებს სხვა რა უნდოდათ შენგან, თუარა გუბურებივით ავსება. *** (ახლა კი თვითონ ვარ მე რვეული, და შენ მოგანდობ, როგორ დრამატულ პოემას ააწყობ, ანდაც დავრჩები კვლავ ეული, ჭიქა, დამშრალი, დალეული)... ... *** ... მე გულით დამაქვს ქუჩებში ის ზმანება, შენ რომ მაჩუქე ცივ გაზაფხულს. ახლა კი წვიმს, თბილისი ცრემლებს ღვრის, აჰა, ქალაქიც მე მემგვანება. *** მე ჩემს მოსაჭიდ, წვრილ თოკს, ვეღარ დავარქმევ წარსულს. თუმცა, დეკემბრიდან მოყოლებული, ჩემში სულ, სულ თოვს, და საშველი აღარ აქვს დასასრულს. 28 მაისი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი