0 0 1
painting your name on the walls
მან რა იცოდა,
რომ ცრემლსადენი გაზი წვეთ-წვეთად, თვალებში მცვიოდა,
როცა მისი მზისებრი ღიმილით,
სხვის სახლში,
სხვის სახლში,
სხვის სახლში,
სხვის... სახლში...
თბილოდა.
***
ერთი გამოსათხოვარი წიგნად მექცა,
და შენი ხმა საწვიმრად მეცვა,
ყოველდღე,
თუმცა სახლში მაინც დამბალი მივდიოდი.
***
ნეტავ ჩემს სათქმელს, სადმე,
საფოსტო ყუთში დავტოვებდე.
თუმცა მაინც, არავინ გვეყოლებოდა,
მაცნე,
არც შენ, არც მე.
ახლა კი დროა,
ჩემი დაგროვილი მეწყერიც,
თავდავიწყებით ჩაგორდეს.
30 მაისი, 2022წ.