აღარაფერია სამუდამო
ზურგით ვაზა დამაქვს, რომელშიც ჩვენს მოგონებებს ჩავდებდი. როგორც ყველა უხეში კედელი, შენც ზუსტად ზურგზე მეჯახები. *** (ჩემო ცისაო კამარ!) *** ბეტონებს შენც სწორედ ვაზაზე არტყამ, ...არტყამ, არტყამ, არტყამ... და მეც ველი შემდეგ დარტყმას, აღვსილი ნეტარებით. *** რაც დრო გადის, როგორც კედლებს სურო, უფრო და უფრო, გეხამები. თუმცა საერთოდ ვეღარ გეკარები... 7 ივნისი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი