არ მომცე გაფრენის უფლება


შავი ქუჩების ამაყ მანათობლებში ამერიე,
და ის ღიმილი კვლავ გამძლე მგონია. 

*** 

ერთი იმედის ნერგიც დამარგვევინე! 

*** 

სადაა წყვილი ჩემი ფრთების,
რომელიც ამ გუბეებიან გზებზე მარბენინებს? 

სადაა ის გამოხედვა, შენი,
რომ მაფრენინებს,
და ჩემს სევდის რაშს მახედნინებს... 

სადაა ჩემი ფრთები?
ვერ ვნახე,
არადა, სულ ორი მქონდა,
სულ ორია,
სულ ორია.




13 ივნისი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი