შემიგრძენი ზღვის ქალაქო


ო, დამაშვრალო ზღვაო...
დილის ექვსამდე მორცხვო ცაო, 

თვალებში
                      ჩამხედეთ... 

*** 

შემმოსე შენდამი ტრფობის შავ ძაძებში,
და თითო წამი
                    გამახსენე... 

ანდაც,
                    დამეხსენ, 

ჩემო კამარაო,
ცოტა
                    დამასვენე,
                    დამასვენე,
შენს შიშველ მკერდზე,
სუდარის გარეშე
                    დამასვენე. 

*** 

- სანამ შენ მოხვალ, 
მე სულ 
დავშრები... 

სანამ შენ მოხვალ,
კიდეც 
დავღამდები... 

ან სულ 
გავქრები. 

*** 

ბოლოჯერ მივადნოთ
თვალი თვალს. 

ბოლოჯერ გამეცი,
ბოლოჯერ მიმეცი,
შენფერ ალს.



17 ივნისი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი