არაფერი გამოდის


დღეს მისი ლანდი ქუჩაში სიგარეტს აბოლებდა,
ვიღაც სამ ქალთან ერთად. 

წელში მოხრილს, მიხაკისფერი ზედა
და უჩვეულო, ცივი სახე ეცვა,
თვითონ ქალაქის სიბნელე ამშვენებდა. 

*** 

ალბათ იგი ვიღაც გრძელთმიან მეტალჰედს გაუჩერებლად წერდა,
და მე ვერც კი მამჩნევდა... 

მე საცოდავს კი მხოლოდ ის მამშვიდებდა,
რომ ახლა,
სამართლიანად მაინც მშურს.


24 ივნისი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი