გვიან ღამით


ჩემი დეპრესიის სპეტაკი სუდარა
მან ბედნიერებისთვის დაღვრილი ღვინისფერი სისხლით
სულ ტყუილად
                                                  გათხვარა.
და ნაცნობი სურნელი
                                                  პანაშვიდის,
სუნი
              საკმეველ-დამწვარ-ნახშირის,
და კიდევ ხმა
                               გლოვის და ტირილის,
ხმა მონაზონთა
ფსალმუნების, და ტროპართა კითხვის, 

ჩემი სიცოცხლის ვერცერთმა ტალღა-ცუნამმა 
ვერ 
                                                    გადაფარა.


26 ივნისი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი