0 0 25
I weep as I walk
არყის ბოთლთან ერთად ორ საათში გავლიე სული,
და ჩემივე ლაბირინთებში ჩაკარგული,
ვიაზრებ, რომ თურმე,
ლოთიც მაგრად ვპოეტობ.
ოთახის კარი რატომ მიგიხურე
მართლა არ ვუწყი,
ო, ერთო.
***
სანამ შენ ქუჩებში კვლავ შემამჩნევ,
ნერვოზისგან განამწარებს,
მე დავჯდები, და იგივე ტაეპებს
კიდევ
ერთხელ
დავწერ.
***
არა,
ვერა,
სილუეტო,
მეტს მართლა ვეღარ დავლევ-
ცოტა ხანიც დამაცადეთ,
ჩემს ცხოვრებას თვეებში გავლევ.
***
მანამდე კი,
სხვა ჩემს მეტი,
ჩემი მოთმინების შესანდობარს,
ვინ, ვინ დალევს...
29 ივნისი, 2022წ.