what's your favorite color?


აჰა, საფიქრალი უმაღლეს მწვერვალამდე ავიტანე. 

მაგრამ შენი სახისებრ პეიზაჟს 
ვერა და ვერ გავცდი... 

მარტო ეგ დავინახე! 

*** 

ვინმემ ჩემი ფიქრების საწყობი გაცალეთ,
ყველაფერი გაიტანეთ... 

ან არა, მხოლოდ შენ,
შენ იყავი,
და შენ წამიყვანე. 

*** 

ფაილში ჩამაწყვე,
კოხტად და სადად,
ან არეულად,
არ დავეძებ,
ოღონდ მითხარი, ნაღდად,
რომ ჩემში იმას არ ეძებ,
ვინც არ ვარ.


30 ივნისი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი