the opposite of my expectation was pointless


ჩემი გულის დანგრეულ მეგაპოლისში,
მევე დავძრწოდი, როგორც დაცემული 
იმპერატორი კონსტანტინე. 

გამო, გამო ჩრდილში,
ბედნიერო თავო ჩემო,
ბოლო დღეებს გაუგე გემო... 

*** 

და მე მინდოდა თავმდაბლად მეცქირა ჩემი ეზოდან აისისთვის. 

...მაგრამ...
იმედის ზღვათა დაშრეტილ-დალეულს,
აწ უკვე ყველაფრის მცოდნეს,
აღარ-არეულს,
ბოლო ლოცვაღა მიტრიალებს თავში - 

"ღმერთო, ცოდვით და სევდით 
დამბალი კვართი ჩემი,
გასაშრობად შენ მაინც გაფინე."


2 ივლისი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი