ბოლო სიტყვანი ნარცისის უწვიმო პირიდან
წამით მაინც მინდა, რომ საკუთარი თავიც შემეცოდოს. ერთი დღით მაინც, ნეტავ, ვერავინ ავსებდეს ჩემს გულის კომოდს, ჩემი ზეციერების გარდა. *** მიხაკთა და ვარდთა შორის, ყელ-აღერილი დავიარები, მე ენძელა, ნორჩი. და სულაც აღარ მეტყობა, ზამთრის ნაჩუქარი ნაიარევნი. რამეთუ მე მოვედ ტკივილით, შობით; ჰოდა, ალბათ მიღირს, რომ გავაგრძელო გზა უფლის სამეფომდის, რომ გავაგრძელო გზა თვალთაკრულმა, რომ გავაგრძელო გზა უსინათლოთა ჯოხით. 5 ივლისი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი