ყველაფერი მიკანკალებს


ყოველ დილას ცივი ოფლით ვიწყებ,
და აღარც მიკვირს,
რომ ამას ივლისს ვერ დავაბრალებ. 

"რამე მოხერხდეს იქნებ!" 

ვიძინებ ამ ფიქრით... 

რომელიც ჩემი გონების უზარმაზარ ოთახს არ შორდება,
თუმცა ვერანაირად,
ვერანაირად,
ვერცერთ ფიქრს ვერ მივუხურავ კარებს. 

*** 

მომწყინდა მარტირობა!
მე ხომ დედაჩემმა თავიდან, 
ბედნიერი მშობა.


8 ივლისი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი