shitting myself (yet again)
ავტობუსის დაორთქლილ ფანჯრებს, სიმების მონაყოლი ამბები ამსხვრევენ. უცებ, ჩემი ყველას ესმის, ყველამ გაიგო ხმა ჩემი გულის ფეთქვის, შენამდეც მოვაღწიე ჩემი მუდარებით. (და ამას აღარ ვაპირებ!) *** იმ ნაბიჭვართან ერთად უცქერ ალბათ, დილის ექვსით შემოსილ ნაპირებს. *** შენთან ახლოს დავიარები... იქნებ ზურგზე ლამაზად ისევ დამაწყო, ის შენი თბილი იარები... *** შენამდეც მოვაღწევ უსაშველო მუდარებით, და ჩემი ჩვეული მდუმარებით, მაგრამ, გეუბნები, მიშველე, სანამ შემმოსეს მე სუდარებით, სანამ თავს ვეღარ იცნობ, მთვრალს ყალბი ემპათიით და მწუხარებით. ან ჯობს არაფერი ქნა. წადი. წადი. წადით. 10 ივლისი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი