she feeds off my sorrow
თათრის ქალმა თუმნისოდენა მწვანილი მომყიდა, და მისი ასაკი, მისი ღიმილი, და გადავლილი მის ზურგზე, ყოველი ვარამი, თეფშ ლობიოში ვიგემე. *** როგორც ყოველთვის, ისევ მწარედ გამომხედნა, ჩემმა და ჩემი ცხოვრების გაორებამ. რომანტიულად განამწარებმა, სულმოუთქმელად გადავირბინე გორები. ჩვენმა ყოველმა შეხვედრამ სულ მთლად გამომშიგნა. ადამიანობა აღარ შემრჩა. 11 ივლისი, 2022წ.