გინდა გადმოგხედო?
იმდენი ვწერე... იმდენი ვწერე... იმდენი ვწერე... რომ... ჩემი ჩვევები... მომენტები - უეცარი გადახვევების... და მოგონებები - ცივი გამოხედვების... ...ერთად მეძგერნენ, და მკერდზე ზანტად მიმესვენნენ. *** სანამ კიდევ ღრმად შეიყვან ჩემს გასაცოდავებულ ტყავში ნემსებს... შენც მომეჩვენე... ვით სინორჩის ასაკში მიჯღაბნილი სვირინგი, სხეულზე სამუდამოდ მიმესვენე. (გთხოვ, ეს არ ქნა). *** ოთხო ლურსმანო ჩემო, მიმეჭედე, როგორც ფრესკა ახლად ნაწერი, ნაზად და სამუდამოდ მიმაფინე საკურთხევლის კედელს. (გთხოვ, ეს არ ქნა). 21 ივლისი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი