* * *


ო მთვარევ ჩემო, ვარსკვლავთაშორისო!
რა ახლოს ხარ,
თითქოს გვაშორებს მხოლოდ მცირე ბილიკი
მაგრამ მაინც, ცაში, მიუწვდომელი, ერთადერთი ხარ,
ღამით გსდევ, შენსკენ ვიწევი, სიბნელის გარღვევასაც, შენი სილამაზით, ვიმკი 

ვარსკვლავთა შორის ყველაზე ნათელო,
მხოლოდ ღამით რატომ მიბრმავებ თვალებს?
სიბნელის გამრღვევო, წმინდა სანთელო,
ლექსებს გიწერ და შენდამი ტრფობაში ვფანტავ ღამეებს
რომ ჩამირბენენ უცებ, მერე ლეკვივით ვეკიდები შენით გალამაზებულ წამებს... 

მთვარევ ჩემო, 
ხეიბარ სულის ხელ-ფეხო,
ნუ გაქრები, ციდან ჩემთან ჩამოდი,
დღეც გამინათე, ჩემს ბნელ გულშიც გამოჩნდი!


23 მარტი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი