there's a woman changing in a public bathroom
გამონაბოლქვის მწველი სუნი ვერ მტანჯავს! ისიც შორსაა. ნუ გაანადგურებ ჩემს ნორჩ, მწვანე ბალახს, მალე ისედაც მიზეზების მშიერი ფარა გადამჭამს. *** რა შორს ხარ, რა შორს ხარ, რა შორს ხარ... რა... შორს... ხარ... ვფიცავ, შენი მჭრელი გამოხედვით გავიპობ გულის ფიცარს. *** (ჩემო თავო, საცოდავო...) *** როგორ შეგადარო გამონაბოლქვს? ნეტავ მგუდავდე. ბოლო მომენტო ჭეშმარიტი სიცოცხლისაო, ნეტავ აქ გაჩნდე, ნეტავ აქ გაჩნდე... უმალვე. 30 ივლისი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი