when the day comes, sing this one on a fruity beat
რამ აგიყვანა ცის სიმაღლემდე, იმ სინათლემდე, ჩვევაო, იწროებაო, თავო ჩემო, რამ მიგაკრო ჩემი უბნის ტაძრის ჭერზე... *** სანამ ჩემს ზურგში ჩარგული ყვავილები მჭიდროდ ეჭირებათ ამ ეჭვებს, სანამ დროებით მაინც, აზრი აღარ აქვთ ამ უაზრო წესებს, ჩემს ოთახში ვაკეთებ პრესებს, ვიხლეჩ მყესებს, თუმცა რა აზრი აქვთ ამ შედეგებს, ან თუნდაც ჩემს შუბლზე ეკლებს... (შუა ქუჩაში, ამ უმოძრაო, სავსე სურათში, ჩემს კელიას ვეძებ). *** (ნუთუ ქრისტეც ვერ შემინდობს სუიციდს?) სამი წელია წყალი გადამესხა ამ მისტიციზმის, სამი წელია ვერცხლის ფარს გულზე ვისწორებ მჯიღით, მაგრამ რა ვქნა, მაინც ყველაფერი მიკვირს... *** ახლა მიწიერების ვეშაპმა დამიმონა, და ცის სამეფოს ვნატრობ, ვით იონა, მალე ჩემი შეშურდება არწივსაც და იადონსაც. 2 აგვისტო, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი