please stop doing this to me


დედა!...
ერთხელაც გავჭყლეტ ამ ნათელ ველებს! 

ბოლოჯერ მოვითმენ 
მზის ჩვეულ კბენებს... 

უკანასკნელად მინდა, 
კვლავ ისე მოხდეს...
მაშინ რომ მოხდა,
ჰო!
რაღაც რომ მომხვდა,
ამ ქალაქმა თვალები რომ ჩამიბნელა... 

*** 

უკანასკნელად დავათვალიერებინებ ჩემს სიცოცხლეს, 
იმ პატარა, 
ცისფერ ქოხებს... 

უკანასკნელად შევისუნთქავ ყველა კუნჭულის უნიკალურ სურნელს,
ყველას, ჩანაშმორებს, 

სანამ საკუთარ გვამს შევაჭმევ 
აქაურ მიწას,
აქაურ მწერებს. 

*** 

სანამ გავმწვანდი, დედა!
ბოლოჯერ გავწვები...
სანამ დავემგვანე ამ ველებს.


7 აგვისტო, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი