ასთმური შეტევა
ერთ მძიმე ამოსუნთქვას ამოვაყოლე ერთივე გახსენება - ამ უაზრო, და ნერვიულობაში გაფანტული დღის. ჩემში რაღაც შეიცვალა, ვიცი. გახედე ქუჩას, აღარც დახლები დგას, და დაწნულ სამაჯურსაც ვეღარავინ მომყიდის. *** იქნებ ერთი იაფიანი სანთელი მაინც აანთო, და წვალებით მიამაგრო ამ ცარიელ, ხავსიან ქვას! *** ყველა მოგონებამ სათითაოდ ამანთო, მერე ჩამაქრო... რაღათი მოგრთო, რაღათი მოგკაზმო! ყოველი ტანჯვის ფრესკა გამშვენებს, ჩემო ცხოვრების ტაძარო. 9 აგვისტო, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი