...შენს ტოლად...


იესო,
გეფიცები,
აღარ მახსოვს, რა მაბედნიერებს! 

"გაიწიეო" ...
ნუთუ მართლა გავიგე ეს სიტყვები?
ჩემი ბოჭკოების გახევა ასე არ შეეძლოთ არც ტყვიებს... 

*** 

მომწყინდა ხასხასა მინდვრებიც.
... 

მაპატიე,
მაგრამ
ჩემი ქილა ამჯერად დავაცარიელე.
(ყველა გრძნობა ამოვწურე. 
ჰო, ტკბილიც, და მლაშე სიტყვებიც.) 

*** 

მომწყინდა ლოდივით წოლა.
და უეცარი, უმიზეზო შფოთვაც! 

ამ უჟამობის ჟამსაც კი,
ვერავინ და ვერაფერი თვლის ამ სამყაროში თავს,
შენს ტოლად.


10 აგვისტო, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი