I just wish I could stop worrying about everything
ალბათ ნეკნებამდე გავიზრდი თმებს. (და გადავყვები ნატვრებს... იმედი შემრჩა კვლავ იმის, რომ ჩემს წაბლისფერ ტალღებს შენს თითებზე დაიხვევ). *** უნდა გავექცე, უნდა გავექცე ყველა ქალაქს, უნდა გავექცე ამ ქვევრს, თორემ უკვე ვეღარც ვწერ. *** მარტოობაში გაბრუებული, ალბათ დავუმეგობრდები ზღვებს, და შენის მაგივრად, ჩემივე ცხოვრებაზე გადახვეული, წვალებით გავიშრობ მტკაველ კიკინებს. 14 აგვისტო, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი