ქალის გარდა კიდევ რის გამო მოიკლავდი თავს?
სექტემბერია, ბოლო ლარიანი ჯიბეს მისერავს. საათი გავიდა, რაც ჩემი სხეული ამ ქალაქიდან, ამ ახალი ცხოვრებიდან გავიდა, და უკვე მონატრება მომერია. *** "კეთილი იყოს შენი დაბრუნება, მსხვერპლო!" წერია კედელზე გაკრულ, ფერგადასულ, გრძელ ლენტზე. ხარობს ჩემი ძველი ცხოვრების ტანჯვათა ორკესტრი, ძალდატანებით მეხუტებიან ბნელ ოთახში შესულს... ძველი ცხოვრების ტანჯვათა ორკესტრი ბუშტებს მიბერავს. (ეს ორკესტრი ფილტვებს გაზით მიბერავს). *** აჰა, ჩემო კარგო, ჩემი წერილი, სანამ მე მივალ ცამდე. აჰა, აჰა, წამიღეთ, გამომიყენეთ! ჯერ დროა ჩემს ბნელ სუიციდამდე. 21 აგვისტო, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი