მენტალური ჰოსპიტალის დერეფნები
ისეთი საცოდავი თვალებით ვუცქერ მაღალ, დანაწვიმარ, ბეტონის სვეტს, როგორც შენ. სასაფლაოსთვის გაწირული ქანდაკების მსგავსად აღმოვაჩინე ჩვენი ისტორია - უცნობი წარღვნა. (წარღვნა ქვეყანაში, რომელზეც ვერავინ გაიგებს). *** ახლა კი მშვიდად ვწევარ დამწვარ ყანაში, და ვფქირობ, არა, არამარტო ვფიქრობ, ვნატრობ, ვნატრობ ასეთ რამეს: "ჩემო შანსებო, უფრო გაქვავდით." *** გავგიჟდი და შენზე უარეს უკუჩვენებიან ნარკოტიკს ფსიქიატრებიც ვერ მიწერენ. გეფიცები, ასეა. ნეტავ რომელ სასაფლაოს მიმცემენ, ზღვის ფსკერს თუ შენს გულ-მკერდს... ნეტავ რომელ ღობეს უნდა დავება. 22 აგვისტო, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი