itemizing myself along with others
(I) სამი წლის ბავშვის გამოხედვამ გული ჩამიმსხვრია. ალბათ იმიტომ, რომ, ასეთი ალალი სარკე არცერთი "ათასი წრვილმანი"-სგან წამიღია. *** სწორედ მასსავით ბიპოლარული... ერთ წამს კვირტებით გადავსებული... მეორე წამს წვიმით ბაკე-მოლაპული... *** ამოუკითხავო ქარაგმავ, ვერ მივხვდი, ამდენი გულწრფელი გრძნობით, თავი თუ გავიჩუქე, ან სული თუ გავიფუჭე... (II) *** ჩატეხილი ფანჯრიდან მოჩანს, როგორ ვრეკავდი ტაძრის ეზოში "ცხრა-სამს." *** იგივე ხმები ფარავენ ჩემი უბნის მიმდებარე ტრასას. ოღონდ ამჯერად, უჩემოდ. 25 აგვისტო, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი