ვუძღვნი ჩემს მომავალს
ღრუბლების უკან ნიშანია, სქელი, გამჭირვალე ასოებით. ხოდა, ნაბიჯის გადადგმა საჭიროდ აღარ მიმაჩნია. გაუპატიურებული გვამივით ვაგდივარ თივის ზვინთან, და თეთრი თვალებით ვეძებ ნიშანს. *** ჩემს უსიცოცხლო, ნიორივით თეთრ ლოყებს ჩრდილები ეხვევიან. *** ესაა ჩემი ბოლო... მეტეროები, რომლებიც ვარსკვლავები მეგონენ, ტანზე ნაიარევებად მემჩნევიან. 28 აგვისტო, 2022წ.