life goes on with a bad rythm
კიდევ ერთხელ დაბერდა ბუნება, და დამიბერდა მეც ყველა გრძნობა. *** ხოდა, საქანაო სკამში წამომჯდარი, მე მოტეხილი, როგორც იტყვიან... ვზივარ და ხრინწიანი ხმით გავიძახი: "ჩემი დამტვერილი ზარდახშა მომართვით! ბოლოჯერ შევასხამ ყველა მოგონებას ხოტბას." *** სანამ ზამთრის და სიკვდილის ფრჩხილებ-დაუჭრელი ხელები ქრისტეს მიმართულებით მომისვრიან... ჩემი ბოლო ნაგრძნობი გამომართვი, ძვირფასო... *** ეს შემოდგომაც მაცადე, სანამ სეზონურად კვლავ დამებინდა გუნება... 1 სექტემბერი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი