აღარავინ დარჩა. აღარავინ დარჩა.


ჩემში 
ყველა ჩემი საყვარელი შენობა იწვის,
და ნავთით გაჟღენთილ ბურთებს 
ანტონი გაუჩერებლად ისვრის. 

*** 

რა შეიცვლება ჩემთვის,
მითხარი,
თუკი შენც იგივეს იგრძნობ? 

(თვალებში გამარჭვეს ეროსის ისარი.) 

აღარ მჯერა არც სიცოცხლის, 
მხოლოდ ერთის,
და თან აღარც ღმერთის... 

რისი მოტანა შემიძლია მე შენთვის?
ალბათ მხოლოდ
ტრამვა
ტრამვა
და ტრამვა... 

ჩემს გადათეთრებულ სხეულს 
როცა გადახდი ზღვის საბანს,
დანარჩენს მერე გეტყვი. 

*** 

დროებით წავალ,
ახალი ისტორიების საყიდლად გავალ.


4 სექტემბერი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი