ლურჯი ჭერი


ეს ატალახებული მიწა მიყვარს,
ძვლებს შორის რომ მცრის. 

მაღალ აღმართზე ხის ჯვარი მიმაქვს,
და მერე ჩემი რომელიმე ძმა შემცვლის. 

(აბა ოჯახი მე არ მყავს). 

*** 

შემოდი, 

ღია-კარიბჭიან ტაძარში ვასვენივარ... 

გულ-ამოგლეჯილი...
მაჯაზე სამართებელ-მიბჯენილი... 

მხსენლის ხატის წინ მუხლზედ დრეკილი. 

*** 

მხოლოდ კანდელის ალიღა მანათებს,
ისიც მანამდე,
სანამ კანდელიც თავს ჩაიწვავს,
სანამ ზეთის მაგივრად 
სიცოცხლის ჭიქაში სიბნელეს ჩაისხამს. 

*** 

შენზე ფიქრებიღა ანათებენ ჩემს გვამს. 

ყოველი პრობლემა ჩემი,
თითო ნოტიო მიწის ნამცეცად იქცა... 

სუდარასაც ჩემი ნებით ვიცვამ. 

ო,
როგორ ყველაფერი საფლავს ჰგავს.


8 სექტემბერი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი