ჭაღარა ოცი წლის ასაკში


ნაცრისფერი კიბეები 
ხან ჭიშკარში თვალცრემლიანს გამიყვანენ, 

ზოგჯერ ჩემს ოთახამდე 
ზამთრის 
ტანსაცმლით დატვირთულს ამიტანენ. 

*** 

ჩემი აივნის კიბეების ფერი ვხდები.
თუმცა არაფერი მეტყობა,
არავისთვის არაფერია შესამჩნევი. 

*** 

ამ დანაოჭებულ, ყვითელ სახეზე
ტრამვათა 
ლეგიონები დაძრწიან. 

მეძებეთ ჩემი რომელიმე აშლილობის
ტრამალთან!
მიპოვნეთ მიფლული
ჩემი მომავლის გვამთან.


11 სექტემბერი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი