ერთი ტაეპი შენზე
ჩალისფერი ტალღები ჩემს სახეზე თამაშობენ... ნაზად მგუდავენ... *** ხატებად ნაწერი ჩემი ტრამვები ძველ ტყავს სათითაოდ მაძრობენ, როგორც გველს. ყველანი და ყველაფერი ერთად სადღაც გასაგზავნად მფუთავენ. *** ჩემი ხელით გაკეთებულ კრებულს უკვე დაეტყო წვიმის წვეთები. ქარმა წაიღო, და ისევ ჩემმა ოთახმა აიღო, ჩემს შუბლზე ნამყოფი ეკლები. 12 სექტემბერი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი