I wish you made me nervous
შესასვლელის კედელზე მინაწერი, გაშლილ ხელებში იმედით, ვინმესთვის მისაცემით, დასანთლულ გულ-მკერდზე მიცქერს დედა ღვთისმშობელი. *** წავიდნენ, გამეცალონ ყოველნი, შენს გარდა. ჩემი ზურგი უტეხელ კედელს დაემსგავსა, მაინცდამაინც ახლა. საუკუნეების მანძილზე ვიგრძნობ - მე ტაძარი, შენს ადრინდელ ერთ ფუნჯის გასმას. *** სევდათა ფრესკებით შემოსილი სახე-ტაძარი ჩემი, რომელმაც უთქმელად ათასჯერ გამცა, შენგან ნაკურთხს არასდროს ჰგავდა. 18 სექტემბერი, 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი