0 0 21
cigarettes make me cry
რა ახლოსაა ნაპირი ზღვის შუაგულთან...
და ხმამაღალი სიტყვები
მაინც ამოტივტივებულ
ჰაერის ბუშტებზე ადრე სკდებიან.
ვიხრჩობი,
და დაგუბებულ ყურებში ძლივს ვარჩევ
სევდა-ნარევ სიტყვებს:
"ნახვამდის, ვწუხვარ."
***
უპასუხო წერილებს ვიღებ უკან,
და როგორც იქნა, ვგრძნობ,
ნაოჭები სახეებზე როგორ ერთდებიან.
***
კარდონის ჩემოდნით გამაქვს ოთახიდან
ყველა მწარე და ძვირფასი წუთი.
როგორც შემოდგომამ,
ჩემმა სინდისმაც გვიან ინება მოსვლა...
თუმცა მალევე ჩამოწვა მწუხრი,
და ვეღარცერთი თბილი ზედით
მოვიშუშე მკბენარა სუსხი.
26 სექტემბერი, 2022წ.