0 0 25
ფანჯრები ჩემი კუბისთვის
გადახურული კედლის იქით
საშინლად წვიმს,
და მთელი ქალაქი ეცემა.
თვალებმოჭუტული ვჩურჩულებ:
"თვითონ მეძებონ წინსვლის მიზეზებმა."
***
"შენ, ან უბისა."
რა ვქნა,
არაფერი მაფიქრდება სხვა
როცა მფარავს ნიჰილიზმის მღვრიე ტბა...
(გიენებიც მარიდებენ თავს,
თურმე ნარცისიზმის სუნი ასდის
ჩემს გვამს...)
***
ცხელ ქვიშაზე ტელეფონი ვიბრირებს...
გირაც კი არ დამჭირდა,
ფსკერამდე ჩავყავდი ჩემივე სიმძიმეს...
***
ახლა თვითონ მეძებონ მიზეზებმა.
აზრი დამბალი სტიკერივით აეძრო
ჩემს თვითგვემას.
6 ოქტომბერი, 2022წ.