...თავის ქალაზე მაქვს ხვრელი...


თავის ქალაზე მაქვს ხვრელი... 

ვეღარაფერი ჩავიტიე გონების კელიაში... 

ვეღარაფერი, რაიმეს მთქმელი... 

*** 

ძაფებს ვფსკვნი ოცდაცამეტად
და ჩემი ნების მიუხედავად,
კედელი იქცევა კარებად. 

ვდგავარ ფარდით შემოსილი,
და სიკვდილს ვასაღებ აღსარებად. 

*** 

ყველანაირად მოცლილი,
უხეშად ვუჯახუნებ კარს
თითო შანსს, თითო ნეტარებას. 

*** 

(არც ისე შორს,
მოჩანს თუ როგორაა ჩემი კერა 
დათოვლილი). 

ეჰ,
მოდი,
ხელებით ერთმანეთს 
ვენახ-ღობესავით გადავებათ.


9 ოქტომბერი, 2022წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი